Thursday, March 1, 2012

2012 წლის 13 თებერვალს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მცხეთის რაიონის ძეგვის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფმა, პედაგოგ ელგუჯა ცუცქირიძის ხელმძღვანელობით, პირველი სამოქალაქო აქტივობა განახორციელა. მათ სოფლის სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების მიზნით ხელნაკეთი ნივთების, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. მოსწავლეებმა წინასწარ კვლევა ჩაატარეს სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობის შესახებ და მოპოვებული ინფორმაცია (ფოტო და ვიდეო მასალა) საზოგადოებას გააცნეს. აქციაზე წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები მოსწავლეების მიერ იყო დამზადებული. გარდა ამისა, აქციის დროს დაიდგა შემოწირულობის ყუთი დონაციის შესაგროვებლად. აქციის შედეგად შეგროვილმა თანხამ 80 ლარი შეადგინა, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას მოხმარდება. აქციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.